ინდოეთში სამხედრო თვითმფრინავის ჩამოვარდნას მსხვერპლი მოყვა. აღნიშნულ ინფორმაციას WASHINGTONPOST ავრცელებს.
როგორც ცნობილია, თვითმფრინავი, რომელიც ნიუ დელიდან რანჩის მიმართულებით მიფრინავდა, დელში, აეროპორტის სასაზღვრო კედელს შეეჯახა და წყალში ჩავარდა.
გავრცელებული ინფორმაციით, მასში ორი პილოტი და რვა ინჟინერი იმყოფებოდა.
WASHINGTONPOST -ის ცნობით, თვითმფრინავის ჩამოვარდნის შედეგად ბორტზე მყოფი ათივე ადამიანი დაიღუპა.

































































