ევროპის საზღვრები გასული წლის მონაცემებთან შედარებით ოთხჯერ მეტმა მიგრანტმა გადაკვეთა. აღნიშნულ ინფორმაციას BBC ავრცელებს.
მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის ცნობით, 2015 წელს ევროპის სახმელეთო და საზღვაო საზღვრები მილიონზე მეტმა მიგრანტმა და ლტოლვილმა გადმოკვეთა.
მისივე ცნობით, მიგრანტების უმეტესობა სირიიდან, 20 პროცენტი ავღანეთიდან, ხოლო 7 პროცენტი ერაყიდანაა.
როგორც ცნობილია, მიგრანტების უმრავლესობა ევროპაში საზღვაო გზით ჩავიდა.
მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის ინფორმაციით, თურქეთიდან საბერძნეთის მიმართულებით მგზავრობის დროს ეგეოსის გადაკვეთისას 700-ზე მეტი მიგრანტი დაიხრჩო, ხოლო 2 889 კი ჩრდილოეთ აფრიკიდან იტალიის მიმართულებით გადაადგილებისას ზღვაში დაიღუპა.
გავრცელებული ინფორმაციით, 3 695 მიგრანტი ამ დრომდე გაუჩინარებულად ითვლება.





































































