ჩრდილოეთ კორეის ლიდერის, კიმ ჩენ ირის 20 წლის შვილიშვილმა, კიმ ჰან სულმა, სოციალურ ქსელ "ფეისბუქში" თავის კედელზე დაპოსტა, რომ დემოკრატიის მომხრეა, ხოლო მისი საყვარელი ფილმია საშობაო კომედია "რეალური სიყვარული".
გარდა ამისა, მის გვერდზე განთავსებულია ფოტოები, რომელზეც კომუნისტური პარტიის ბელადის შვილიშვილი ყურზე საყურით და მეგობარ გოგონასთან ერთად არის გამოსახული.
კიმ ჰან სული, მამასთან, კიმ იონგ ნამთან ერთად, ჩინეთში ცხოვრობს.
თავად ჩრდილოეთ კორეაში ინტერნეტის მოხმარების უფლება მხოლოდ სამხედროებსა და პოლიტბიუროს წევრებს აქვთ, ხოლო მოსახლეობისთვის ინტერნეტი და მით უმეტეს "ფეისბუქი", ფანტასტიკის ჟანრს განეკუთვნება.






































































