მღვდელ-მონაზონი ილია ვაშაკიძე, რომელსაც მღვდელმსახურება აეკრძალა, არ აპირებს სინოდის გადაწყვეტილებას დაემორჩილოს. ამის შესახებ ის სოციალურ ქსელ "ფეისბუქის" საკუთარ გვერდზე წერს.
"ქრისტესმიერ საყვარელო ძმებო და დებო. მინდა განვაცხადო, რომ მე არ ვყოფილვარ დაბარებული სინოდის სხდომაზე და არ ვიცოდი თუ განიხილებოდა ჩემი საკითხი. შესაბამისად, არ მომეცა ჩემი პოზიციის გამოხატვის უფლება. გამომდინარე აქედან, არ ვაპირებ დავემორჩილო სინოდის ამ გადაწყვეტილებას და ჩემი ეს გადაწყვეტილება არ შეიძლება გახდეს მომავალში ჩემთვის უფრო მკაცრი სასჯელის საფუძველი, იმდენად, რამდენადაც სიცრუეზე აგებული განაჩენი ავტომატურად ანულირებულია დიდი სჯულის კანონის მიხედვით და როგორც წმიდა მამები გვეუბნებიან, ,,ყოველი სიცრუე ბოროტისგანაა", – აცხადებს მღვდელ-მონაზონი ილია ვაშაკიძე.
მღვდელ-მონაზონ ილია ვაშაკიძეს მღვდელმოქმედება აეკრძალა, – ამის შესახებ ნათქვამია წმინდა სინოდის განჩინების ტექსტში, რომელიც დღეს საპატრიარქოში წმინდა სინოდის მდივანმა, გორისა და ატენის მიტროპოლიტმა ანდრია გვაზავამ წაიკითხა.
ამავე თემაზე:
სინოდმა მღვდელმონაზონ ილია ვაშაკიძეს მღვდელმოქმედება აუკრძალა



































































