საუდის არაბეთში საავადმყოფოში ხანძრის გაჩენას მსხვერპლი მოყვა. აღნიშნულ ინფორმაციას BBC ავრცელებს.
მაუწყებლის ინფორმაციით, ხანძრის შედეგად 25 ადამიანი დაიღუპა, ხოლო 100-ზე მეტი დაშავდა.
როგორც ცნობილია, ცეცხლი ქალაქ ჯაზანის მთავარ საავადმყოფოში ინტენსიური თერაპიის განყოფილებას და სამშობიაროს გაუჩნდა.
გავრცელებული ინფორმაციით, დაზარალებულები სხვა საავადმყოფოში გადაიყვანეს.
როგორც ცნობილია, მომხდარზე გამოძიება მიმდინარეობს.






































































