ამ წუთებში ქალაქ ოზურგეთში საახალწლო ნაძვის ხეს დგამენ. ოზურგეთის მერიის პრესსამსახურის უფროსის, ხათუნა შარაძის ინფორმაციით, ნაძვის ხის დადგმა დღეს დასრულდება, ხვალ კი ნაძვის ხეს აანთებენ.
მისივე თქმით, ქუჩების, მოედნების, კორპუსებისა და რკინიგზის სადგურის, მათ შორის ნაძვის ხის განათება ქალაქ ოზურგეთის მერიას 20 000 ლარი უჯდება.































































