საპარლამენტო უმრავლესობა პრემიერ-მინისტრის და მინისტრთა ახალი კაბინეტის შემადგენლობაზე სავარაუდოდ ხვალ იმსჯელებს.
როგორც ელისო ჩაფიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა ხვალ უმრავლესობა კოალიციის რეჟიმში შეიკრიბება, სადაც მთავრობის შემადგენლობაზე იმსჯელებენ.
"აქტიურ სამუშაო რეჟიმში ვიმყოფებით, კოალიციურ რეჟიმში ხვალ შევიკრიბებით და მსჯელობა გვექნება იმ ადამიანებთან დაკავშირებით, რომლებიც სამთავრობო პოსტებზე წარმოგვიდგენია. იქნება ძალიან საინტერესო შეხვედრა. ვგეგმავთ, რომ ახალ წლამდე საქართველოს ახალი მინისტრთა კაბინეტი ყავდეს. გიორგი კვირიკაშვილის, კანდიდატურის განხილვა გუნდში მიმდინარეობს. თუმცა, ჯერ არაფერია გადაწყვეტილი. ბატონი გიორგი სოლიდური სერიოზული დიპლომატიური და ეკონომიკური გამოცდილების მქონეა", _ განაცხადა ჩაფიძემ.

































































