ამ წუთებში ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რიგგარეშე სხდომაზე 2016 წლის ბიუჯეტის დამტკიცებას აპირებენ. სხდომის დასაწაყისში გურიის გუბერნატორმა გია სალუქვაძემ სიტყვით გამოსვლა ითხოვა და განაცხადა, რომ როგორ წინა , ასევე 2016 წელასც უპრეცედენტო პროექტების განხორციელებაა მოსალოდნელი და რაც მთავარია, ბიუჯეტი 2.5 მილიონი ლარით იზრდება.
გუბერნატორის გამოსვლის შემდეგ "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" დეპუტატმა დავით მჟავანაძემ გუბერნატორს კითხვით მიმართა: რადგან საკრებულოს სხდომაზე ბრძანდებით, მეძლევა საშუალება რომ დაგისვათ კითხვა. ვიცი რომ ეს საკითხი ეხება ოზურგეთის მუნიციპალიტეტს, მაგრამ რადგან კორუფციასთან გვაქვს საქმე, არ შემიძლია არ გკითხოთ. ამ დღეებში ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მიერ გამოცხადებულ ტენდერში გაიმარჯვა რუსულმა კომპანიამ "ლიტომ." ეს კომპანია ერთი კვირაა რაც შეიქმნა. ასევე ტენდერში იღებდნენ მონაწილეობას ქართული კომპანიები, რომლებსაც წლების განმავლობაში მუშაობის გამოცდილება აქვთ. ვფიქრობ რომ ეს არის კორუფციული გარიგების კიდევ ერთი მაგალითი. ეს კომპანია ქალაქის სანაპიროებზე აპირებს სამუშაოების წარმოებას და ამისთვის საკმაოდ დიდი თანხაა გამოყოფილი.
გია სალუქვაძის თქმით, ის მზადაა ნებისმიერ დეპუტატთან სასაუბროდ და სხდომის დასრულების შემდეგ გამოთქვა სურვილი, ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის წარმომადგენლებთან, დეპუტატებთან და ჟურნალისტებთან ერთად განიხილოს ეს საკითხი.
"მე ვარ გურიის გუბერნატორი და არ ვერევი მუნიციპალიტეტის საქმიანობაში. მაგრამ საკითხის აქტუალობიდან გამომდინარე, შემიძლია რომ ჩემს კაბიმეტში მიგიღოთ და აუცილებლად განვიხილოთ ეს საკითხი"- აღნიშნა სალუქვაძემ.
მჟავანაძემ თხოვა გუბერნატორს, აუცილებლად დაინტერესდეს ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფლებში ჯუმათში და ჭანიეთში სარეაბილიტაციო სამუშაოების მიმდინარეობით.
გუბერნატორისა და "ნაციონალი" დეპუტატის დებატებისას, კიდევ ერთმა დეპუტატმა ლელა ნაცვალაძემ სიტყვა ითხოვა. მისი თქმით, სასაცილოა ის ფაქტი რომ" ნაციონალური მოძრაობა" სოფლებში განხორციელებული პროექტებით ახლა ინტერესდება. მას შეუძლია წარმოადგინოს იმ ჩავარდნილი პროექტების დოკუმენტაცია, რომლების "ნაციონალების" მმართველობის პერიოდში მიმდინარეობდა.
მცირე დებატების შემდეგ სალუქვაძემ საკრებულს სხდომა დატოვა და მჟავანაძეს მის კაბინეტში შეხვედრამდე დაემშვიდობა.

































































