ირაკლი ღარიბაშვილმა პრემიერ-მინისტრის თანამდებობასთან ერთად პოლიტიკური პარტია "ქართული ოცნება _ დემოკრატიული მოძრაობის" თავმჯდომარის პოსტიც დატოვა.
აღნიშნული ინფორმაცია ყოფილმა პრემიერმა ჟურნალისტებთან საუბრისას უმრავლესობის სხდომის დასრულების შემდეგ დაადასტურა და აღნიშნა, რომ ახლა "სახლში დასვენებას აპირებს".
ყოფილმა პრემიერმა მომავალ პრემიერის შესახებაც ისაუბრა და აღნიშნა, რომ "კოალიციამ პრემიერ-მინისტრობის ძალიან ღირსეული კანდიდატურა შეარჩია"
_ გიორგი არის ჩემი მეგობარი. მინდა წარმატებები ვუსურვო. ჩვენ დიდხანს ვმუშაობდით ერთად, ჯერ კიდევ მანამ, სანამ პოლიტიკაში ერთად მოვიდოდით. მე ვფიქრობ, ძალიან ნაყოფიერი იყო ჩვენი თანამშრომლობა. მინდა წარმატებები ვუსურვო მას და მის გუნდს, _ განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.