საქართველოს ფინანსთა სამინისტროს პრესსამსახურის ხელმძღვანელის ქეთი ბუბუტეიშვილის ინფორმაციით, გავრცელებული ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ნოდარ ხადურმა თანამდებობა დატოვა სიმართლეს არ შეესაბამება:
_ სააგენტოები ისე წერენ, რომ არც მეკითხებიან. მინისტრი სამსახურშია და ჩვეულ რეჟიმში მუშაობს, _ აღნიშნა "გურია ნიუსთან" საუბრისას ბუბუტეიშვილმა.
კითხვაზე, რატომ წაიშალა ხადურის ოფიციალური გვერდიდან ირაკლი ღარიბაშვილის და ნოდარ ხადურის ფოტო, რომელიც "გურია ნიუსმა" გუშინ გამოაქვეყნა, ბუბუტეიშვილი გვპასუხობს, რომ მედიამ ეს სხვანაირად გაიგო:
_ არაფერი განსაკუთრებული არ იყო. დაიდო ფოტო ირაკლი ღარიბაშვილის სიტყვებით. თუმცა, მას შემდეგ რაც თქვენ ამაზე დაწერეთ, ფოტო და პოსტი ავიღეთ, რადგან მედიამ სხვანაირად გაიგო, _ განმარტა ბუბუტეიშვილმა და დააზუსტა, რომ ხადური თანამდებობას ინარჩუნებს.
თუმცა, რამდენი ხნით ეს უწყებაში არ იციან. "გურია ნიუსის" ინფორმაციითკი ნოდარ ხადური გიორგი კვირიკაშვილის გუნდში ვერ მოხვდება.