იცოდით თუ არა, რომ სიტყვა "იუმორი" ბერძნული წარმოშობის არის და პირდაპირ თარგმანში "ტენიანობას" ნიშნავს.
"ჰუმორ" – ანუ, დატენიანება, სინოტივე… ანტიკურ მედიცინაში ადამიანს განიხილავდნენ, როგორც ოთხი სითხის ერთობლიობას – სისხლი, ლიმფა, ყვითელი სითხე და შავი სითხე: ყვითელი – ცივი და შავი – ცხელი.
ამ თეორიის თანახმად, რომელიმე სითხის შემცირება ან ნაკლებობა ადამიანის ორგანიზმში მის ავადობას იწვევდა, ხოლო "ჰუმორულად" მიიჩნეოდა ისეთი მდგომარეობა, როცა ადამიანის ორგანიზმი კარგად აწყობილი მექანიზმივით მუშაობდა. ანუ… იუმორი ძალიან, ძალიან საჭირო ყოფილა თქვენი ჯანმრთელობისთვის.