ავღანეთში ისლამური სახელმწიფოს მებრძოლების რიცხვის გაზრდის გამო რუსეთმა გადაწყვიტა ტერორისტულ დაჯგუფება თალიბანთან ითანამშრომლოს. აღნიშნულ ინფორმაციას CNN ავრცელებს.
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, მოსკოვსა და თალიბებს შორის ურთიერთობა
"ისლამურ სახელმწიფოს" შესახებ ავღანეთში დაზვერვის შედეგად მოპოვებული ინფორმაციის გაცვლას ითვალისწინებს.
CNN-ის ინფორმაციით, ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტში იმედოვნებენ, რომ რუსეთთან გამონახავენ გზებს და ის ავღანეთის უსაფრთხოებასა და სტაბილურობას ხელი შეუწყობს.
როგორც CNN-ს ვუდრო ვილსონის ცენტრის ანალიტიკოსმა, მეთიუ როჟანსკიმ განუცხადა, პუტინს 1970-იან წლებში დაბრუნება სურს.
"პუტინს სურს, რომ 1970 წელი დაბრუნდეს, როდესაც საბჭოთა კავშირი და ამერიკის შეერთებული შტატები გეოპოლიტიკური ლიდერები იყვნენ, როგორც ცივი ომის კონკურენტები,"_განაცხადა მეთიუ როჟანსკიმ.