ამერიკის შეერთებული შტატებიდან დოკუმენტაციის არმქონე ასეულობით ოჯახს გაასახლებენ. აღნიშნულ ინფორმაციას THE GUARDIAN ავრცელებს.
მაუწყებლის ინფორმაციით, მიღებული გადაწყვეტილება ამერიკის დემოკრატიული პარტიის პრეზიდენტობის კანდიდატმა დაგმო, ხოლო ემიგრანტების უფლებების დამცველები შოკში არიან.
როგორც ცნობილია, დეპორტაცია იმ ადამიანებს ემუქრებათ, რომლებიც ამერიკის შეერთებულ შტატებში სამხრეთ-დასავლეთი საზღვრიდან 2014 წელს შევიდნენ.