ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის შრომისუბნის საბავშვო ბაღს აფხაზეთის ომში დაღუპული შრომისუბნელი, 20 წლის ვაჟკაცის, კახა ტუღუშის სახელი მიენიჭა.
ამ დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებებს დღეს შრომისუბანში ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის გამგებელი ზაზა ურუშაძე, საკრებულოს თავმჯდომარე გოგი ხელაძე, ვეტერანთა საქმეების სახელმწიფო სამსახურის უფროსი, ირაკლი შიხიაშვილი და სამსახურის თანამშრომლები ესწრებოდნენ.
საბავშვო ბაღში პატარებმა ღონისძიება კახას ხსოვნას მიუძღვნეს. ამის შემდეგ კი სტუმრებმა სოფლის ცენტრში, გმირთა მემორიალთან გადაინაცვლეს, სადაც კულტურის ცენტრთან არსებულმა გია ქურიძის სახელობის ახალგაზრდულმა დასმა მონო სპექტაკლი, "გმირების კვალდაკვალ" წარმოადგინეს.