ამ წუთებში ქალაქ ოზურგეთში, რკინიგზის სადგურის მიმდებარე ტერიტორიაზე სასწრაფო დახმარებისა და პოლიციის მანქანები იმყოფებიან.
როგორ "გურია ნიუსისთვის" გახდა ცნობილი, საზოგადოებრივ ტუალეტში დაახლოებით 70 წლის ქალბატონი ცუდად გახდა, რის შედეგადაც გარდაიცვალა. სასწრაფო დახმარების ექიმის თქმით, გამოძახებისთანევე, დროულად მივიდნენ ადგილზე, მაგრამ ქალი უკვე გარდაცვლილი იყო. სავარაუდოდ ქალს გულის შეტევა დაემართა.
"გურია ნიუსისთვის" ცნობილი ხდება, რომ გარდაცვლილი ქალი მარტოხელა და მიუსაფარი ადამიანი იყო, ის ეროვნებით უკრაინელი იყო. როგორც გვითხრეს, ქალი საზოგადოებრივ ტუალეტს ალაგებდა ოზურგეთში და იქვე ცხოვრობდა.
გარდაცვლილის ცხედარი დაახლოებით ნახევარი საათია, საზოგადოებრივი ტუალეტის წინ, პირდაპირ მიწაზეა მოთავსებული.