ოზურგეთში გარდაცვლილი ქალბატონის დაკრძალვის სარიტუალო ხარჯებს ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერია გაიღებს.
როგორც მერიის პრესსამსახურიდან გვითხრეს, გარდაცვლილი ქალბატონი უფასო სასადილოს ბენეფიციარი იყო.
დღეს საზოგადოებრივ ტუალეტში დაახლოებით 70 წლის ქალბატონი ცუდად გახდა, რის შედეგადაც გარდაიცვალა. სასწრაფო დახმარების ექიმის თქმით, გამოძახებისთანევე, დროულად მივიდნენ ადგილზე, მაგრამ ქალი უკვე გარდაცვლილი იყო. სავარაუდოდ ქალს გულის შეტევა დაემართა.
"გურია ნიუსისთვის" ცნობილი ხდება, რომ გარდაცვლილი ქალი მარტოხელა და მიუსაფარი ადამიანი იყო, ის ეროვნებით უკრაინელი იყო. როგორც გვითხრეს, ქალი საზოგადოებრივ ტუალეტს ალაგებდა ოზურგეთში და იქვე ცხოვრობდა.