გინესის რეკორდების წიგნის თანახმად მსოფლიოში ყველაზე მაღალი ძაღლია არიზონის შტატის ქალაქ ტუსონში მცხოვრები გერმანული დოგი, სახელად "ჯორჯი".
მსოფლიოს "რეკორდსმენის" სიმაღლე 112 სმ-ია, სიგრძე 202 სმ, წონა კი 110 კგ.
გიგანტის პატრონები ამაყად აცხადებენ, რომ "ჯორჯს" ორკაციან საწოლში სძინავს და თვეში 50-კილოგრამ საკვებს მიირთმევს.