ტრადიციული საახალწლო კონცერტი გაიმართა საქველმოქმედო ასოციაცია “გურიას“ საკონცერტო დარბაზში. “გურიას“ ბენეფიციარებთან ერთად ხელისუფლების წარმომადგენლებმაც იმღერეს.
რა სიმღერა შეასრულეს გურიის გუბერნატორის მოადგილემ, სოსო ერქომაიშვილმა, ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე გელა კობალაძემ და ქალაქ ოზურგეთის მერის მოადგილემ, კობა დუნდუამ ამას “გურია ნიუსის“ მიერ მომზადებულ ვიდეოდან გაიგებთ.
კონცერტში ადგილობრივი ხელისუფლების, საჯარო სამსახურების, მედიის და პოლიტიკური პარტიის წარმომადგენლები მონაწილეობდნენ.