ამ წუთებში ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომა მიმდინარეობს. სხდომაზე მთავარ საკითხად 2016 წლის ბიუჯეტის დამტკიცების საკითხია გამოტანილი.
საკრებულოს დეპუტატის ნათია შარაშენიძის თქმით, 2016 წლის ბიუჯეტში შრომითი ანაზღაურების მუხლი იზრდება. "ჩემთვის არ არის ცნობილი, რამდენი ათასი ლარითაა განსაზღვრული თანხა პრემიებისთვის."-ამბობს შარაშენიძე.
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის უფროსის მარიკა ნაცვალაძის თქმით, 2015 წელს ანაზღაურების მუხლში მილიონ 332 ათას 700 ლარი იყო განსაზღვრული, წელს კი მილიონ 181 ათას 200 ლარია გამოყოფილი.
"აქედან გამომდინარე, არ ვადასტურებ ინფორმაციას იმის შესახებ, რომ შრომითი ანაზრაურების მუხლი გაზრდილია."
პრემიებისთვის ქალაქ ოზურგეთის საკრებულოში და გამგეობაში მომავალ წელს 98 ათასი ლარია გამოყოფილი.
საკრებულოს თავმჯდომარის გელა კობალაძის თქმით, წელიწადნახევრის განმავლობაში, როგორც მერიაში, ასევე საკრებულოში პრემია ერთხელ გაიცა.
დეპუტატი ნინო ტაბატაძე ამბობს, რომ "პრემია ვისაც უნდა აიღოს, ვისაც არ უნდა, ნუ აიღებს. არავის არაფერს არ ვაძალებთ."