ექსპერტების გამოკითხვის შედეგად, უკრაინაში წლის ყველაზე წარმატებულ პოლიტიკოსად მიხეილ სააკაშვილი დასახელდა. გამოკითხვა „ილია კუჩერივის სახელობის დემოკრატიული ინიციატივების“ ფონდმა 2015 წლის 18-28 დეკემბერს ჩაატარა.
გამოკითხვის შედეგების პრეზენტაცია, სააგენტო „უკრინფორმში“, ფონდის პოლიტიკურმა ანალიტიკოსმა მარია ზოლკინამ მოახდინა.
„2015 წლის ყველაზე წარმატებული პოლიტიკოსი ექსპერტების საზოგადოების აზრით მიხეილ სააკაშვილი გახდა. მას ხმა 58-დან 29 ექსპერტმა მისცა, გარდა ამისა ლიდერებს შორისაა პეტრე პოროშენკო, რომელმაც 22 ექსპერტის ხმა მიიღო. ლიდერების სამეულში იულია ტიმოშენკოც შევიდა. წარუმატებელ პოლიტიკოსებს შორის 18 ექსპერტის აზრით არსენ იაცენიუკი ლიდერობს , მას მოსდევენ პეტრე პოროშენკო -14 და ოლეგ ლიაშკო – 11“ – განაცხადა ზოლკინამ.
Developed By Web Features 2024 © All rights reserved