საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის ბიძინა ივანიშვილის განცხადებით "გუნდის განახლება გიორგი კვირიკაშვილსაც მოუწევს":
„გიორგი კვირიკაშვილს გაუჩნდა სურვილი, რომ როგორც პრემიერმა ახალი თანამდებობიდან შეაფასოს კიდევ ერთხელ გუნდი და მხოლოდ ამის შემდგომ გააკეთოს გადახალისება.
ის, რომ ცვლილებები მყისიერად არ მომხდარა, ეს კიდევ ერთხელ მიანიშნებს იმას, რომ ღარიბაშვილი იყო წარმატებული პრემიერი. გუნდი სწორად იყო დაკომპლექტებული.
თუმცა, გუნდი ყოველთვის საჭიროებს კორექტირებას, ყოველთვის უნდა გავყვეთ განვითარებას. ცვლილებები – ეს პროცესია, ამ პროცესს ვერ აცდება ვერც კვირიკაშვილი. მასაც მოუწევს გუნდი განაახლოს, თუმცა, რა რაოდენობით და როდის, ეს მისი გადასაწყვეტია, _ განაცხადა ღარიბაშვილმა გადაცემა 20/30-ის ეთერში.