ოზურგეთში ამ წუთებშიც გადაუღებლად თოვს. თოვა გუშინ, შებინდებისას დაიწყო, მოგვიანებით გადაიღო, მერე კი, გამთენიისას, კვლავ განახლდა და ახლაც ხვავიანად ბარდნის. ოზურგეთის ცენტრში წინასაახალწლოდ მორთულ ნაძვის ხეს განსაკუთრებით შვენის თოვლის ჯუბა.
ჯერჯერობით, მოძრაობა ქალაქის ცენტრში არ შეჩერებულა. ბათუმი-ოზურგეთის საავტომობილო გზაზე კი დილიდანვე ჭირდა მოძრაობა.