ამ წუთებში ოზურგეთის მუნიციპალიტეტში გადაუღებლად თოვს. ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგებლის მერაბ ჭანუყვაძის თქმით, სოფელ ვაკიჯვარში ორი ერთეული ტექნიკა არის წასული.
_ სადაც კი პრობლემები არის ყველგან მოვაგვარებთ. ამ წუთებში სოფელ ვაკიჯვარში არის პრობლემები და იქ გვყავს ტექნიკა გაგზავნილი, – გვითხრა მერაბ ჭანუყვაძემ.
"გურია ნიუსის" ინფორმაციით, ამ დრომდე ელექტრო ენერგია რამდენიმე სოფელს.
_ პრობლემებია სოფელ ნატანებში, შრომაში, ასკანაში და კიდევ რამდენიმე სოფელში. რამდენიმე ადგილას წაქცეული არის ხე და მიმდინარეობს აღდგენითი სამუშაოები, რომ ახალი წლის ღამეს მოსახლეობას მიეწოდოს ელექტრო ენერგია. – გვითხრა "ენერგო პრო ჯორჯიას" ოზურგეთის სერვისცენტრის მენეჯერმა, გია ნაკაიძემ.