ახალ წელს ლანჩხუთი თოვლით ეგებება. თოვა 31 დეკემბერს გამთენიისას დაიწყო და დილამდე გაგრძელდა. თოვლის საფარი მუნიციპალიტეტის მაღალმთიან სოფლებში 10 სანტიმეტრს აღწევს, ქალაქსა და დაბლობში მდებარე სოფლებში კი თოვლის საფარველი უმნიშვნელოა.
მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილის, ნუგზარ ცინცაძის თქმით, თოვლს ჯერჯერობით, პრობლემები არ შეუქმნია. საჭიროების შემთხვევაში ტექნიკა მობილიზებულია და საწვავითაც უზრუნველყოფილია.