„ფლეიბოის“ ცნობილმა სახემ და მსახიობმა პამელა ანდერსონმა მამაკაცებს საახალწლო სურვილი უსახსოვრა. ბოლო ათწლეულების სექს-სიმბოლომ თავის „ინსტაგრამზე“ ახალ წელს ფოტო გამოაქვეყნა, სადაც ის ზეწრის ამარა იყო გამოსახული. „ხორცი თქვენ იმპოტენტებად გაქცევთ. ნუ იქნებით იმპოტენტები“ – უსურვა მამაკაცებს ანდერსონმა.ბოლო წლებში პამელა ანდერსონი ცხოველთა დაცვის საკითხებითაა დაკავებული და სხვადასხვა მიზნებით ცხოველების დახოცვას ეწინააღმდეგება. მისი საახალწლო სურვილიც ამ ფაქტს უკავშირდება.






























































