ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ გულიანში ქალბატონი დახმარებას ითხოვს _ ჩვენს მიერ მოპოვებული ინფორმაციით, სასწრაფო სამედიცინო დახმარების მანქანა პაციენტთან ბოლომდე ვერ ავიდა, რადგან გზის პრობლემები იყო.
_ ტრაქტორით შესთავაზეს ექთანს პაციენტთან მისვლა, მაგრამ არ გაყვა და ახლა ველოდებით მაშველებს. იმედია, დროზე მოვლენ სოფელში. ძალიან მძიმე მდგომარეობაა, _ გვითხრეს სატელეფონო საუბრის დროს სოფელ გულიანიდან.
ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის გამგეობის პრესსამსახურში გვითხრეს, რომ მაშველები უკვე წასულები არიან სოფელში.