ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომაზე, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილემ არჩილ ყაზაიშვილმა განაცხადა, რომ შეიქმნა ახალი შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება "სატისი".
"ეს შპს მოემსახურება სრულყოფილად იმ სოფლებს, სადაც წყლის მიწოდება ხდება. მინდა სრული პასუხისმგებლობით განვაცხადო, რომ უფრო მეტი ყურადღება და კარგი მომსახურება იქნება," – თქვა არჩილ ყაზაიშვილმა.
საკრებულოს სხდომაზე აზრთა სხვადასხვაობა გამოიწვია სახელთან დაკავშირებით. არჩილ ყაზაიშვილის მიერ მოწოდებული ინფორმაციით, "სატისი" ეგვიპტურ მითოლოგიაში ანკარა წყლის ქალღმერთი იყო.