დღეისთვის ოზურგეთში აღარ თოვს და მოსულმა წვიმამაც თოვლის საფარი საგრძნობლად დაადნო, თუმცა სოფლებში ტექნიკა მუშაობს და არათუ ცენტრალური, უბნებში შემავალი გზებიც იწმინდება. ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭანიეთის თემის ორ სოფელში დღეს დილიდან წმენდენ ყველა უბნის გზას.
"მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელობამ აქ გამოგზავნა ტექნიკა და ყველა უბანში იწმინდება გზა, სადაც კი ტრაქტორს შესვლა შეუძლია. სადაც ციცაბო აღმართებია, იქ არ ხერხდება მისვლა, თუმცა, მაქსიმალურად ვცდილობთ, რომ უბნებში შემვალი გზებიც შესაძლებლობისამებრ გაიწმინდოს," _ გვითხრა სოფლის გამგებლის მოადგილემ ირაკლი რამიშვილმა.