მრავალი წელია 7 იანვარს თბილისში ეწყობა ტრადიციული საშობაო მსვლელობა "ალილო." ტრადიცია 2000 წელს კათალიკოს-პატრიარქის ილია მეორის კურთხევით აღსდგა. მსვლელობაში მონაწილეობას იღებს მრევლი, სამღვდელოება და თბილისის ხელისუფლება.
წელს მსვლელობა დაიწყება 14 საათზე ვარდების მოედნიდან და რუსთაველის გამზირისა და ბარათაშვილის აღმართის გავლით დასრულდება სამების საკათედრო ტაძარში.
ალილოს მონაწილეებს და მოსახლეობას აქვს საშუალება შეწიროს ძღვენი, (ტკბილეული, ტანსაცმელი და ა.შ.), რომელიც შემდეგ დახარისხდება და 10 იანვარს დაურიგდებათ ბავშვთა სახლებს, სასჯელაღსრულების დაწესებულებებს და მოხუცთა თავშესაფრებს.