ოზურგეთის მუნიციპალიტეტის, სოფელ ასკანაში მცხოვრები მაგდა კოჩალიძე, რომელსაც 6 დღეა ეძებენ ოჯახის წევრებს დაუკავშირდა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის მიერ მიწოდებული ინფორმაციით, ახალგაზრდა გოგონა თავად დაუკავშირდა ოჯახის წევრებს და უთხრა, რომ თბილისში ნათესავთან იმყოფებოდა.
მაგდა კოჩალიძის ძმამ, დათო კოჩალიძემ "გურია ნიუსთან" სატელეფონო საუბრის დროს თქვა, რომ ის დის სანახავად თბილისში წავიდა.
_ ამ ეტაპზე ვერაფერს გეტყვით, მხოლოდ ის ვიცი, რომ დის სანახავად მივდივარ და მოგვიანებით შეგიძლიათ დამიკავშირდეთ. მთავარია ის ცოცხალია და ვნახეთ, – გვითხრა დათო კოჩალიძემ.
ინფორმაციისთვის, 23 წლის მაგდა კოჩალიძეს 2015 წლის 30 დეკემბრიდან ეძებენ.