რამდენიმე დღეა დაბა ჩოხატაურში, ბუნკერები ნაგავს ვეღარ იტევს.
_ ჩოხატაურს ხელისუფლება ჰყავს? მთელი რაიონი ნაგვითაა სავსე. თოვლს აბრალებდნენ, რომ ნაგავი ვერ გაჰქონდათ. ორი დღეა წვიმამ თოვლი დაადნო და ნაგავი არავის გაუტანია. აღარ ვიცით ვის მივმართოთ და რა გავაკეთოთ. ქუჩაში გავლაც კი შეუძლებელია ისეთი სუნია, _ აღნიშნავენ ჩოხატაურელები "გურია ნიუსთან" საუბრისას.
კომუნალური სამსახურის უფროსის მერაბ ცინცაძის ინფორმაციით ჩოხატაურის დასუფთავება ამ წუთებში მიმდინარებს:
_ უკვე დავიწყეთ ნაგვის გატანა. ზოგიერთ ბუნკერთან მისასვლელი გზა არ არის, მანქანა ვერ მიდის, მაგრამ ხელით მოხდება გაწმენდა. მალე დასუფთავდება ჩოხატაური, _ გვითხრა ცინცაძემ.
ნაგვით სავსე ბუნკერი სოფელ შუაფარცხმაში
ნაგვით სავსე ბუნკერი კლინიკა "მამქოლის" ტერიტორიაზე