შსს-ს გურიის სამხარეო მთავარი სამმართველოს ოზურგეთის რაიონულ პოლიციაში ლეიბორისტული პარტიის წევრი და ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დეპუტატი ნათია შარაშენიძე დაკითხვაზე იმყოფებოდა.
"საქმე აღიძრა მე და დეპუტატ ირინა საჯაიას შორის მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით. მოგეხსენებათ, რომ მან სიტყვიერი შეურცყოფა მომაყენა და განადგურებით დამემუქრა. "-თქვა ნათია შარაშენიძემ.
ამ საკითხთან დაკავშირებით დაკითხვაზე უნდა მივიდეს ირინა საჯაია.
სამართალდამცავები მას დღეს, საკრებულოს სხდომის დასასრულს დაუკავშირდნენ. აპირებს თუ არა საჯაია მისვლას პოლიციაში, ამ დრომდე არ არის ცნობილი.