მამაკაცების პოპულარულმა ჟურნალმა FHM-მა გამოაქვეყნა 2015 წლის მსოფლიოს ყველაზე სექსუალურ ქალთა ასეული. რეიტინგი ჟურნალის მკითხველთა ხმის მიცემის შედეგებით შედგა.
პირველი ადგილი ჰოლივუდის მსახიობმა, 32 წლის მილა კუნისმა დაიკავა.
მეორე ადგილი წელს 27 წლის მომღერალმა რიანამ დაიკავა. ის შარშან მესამე ადგილზე იყო. წელს კი მესამე ადგილზე ბრიტანელი მსახიობი ჰელენ ფლენეგენია.
მსოფლიოს ყველაზე ლამაზი ქალბატონების პირველი ათეული შემდეგნაირად გამოიყურება:
1. მილა კუნისი, 2. რიანა, 3. ჰელენ ფლენეგენი, 4. მიშელ კიგანი, 5. კელი ბრუკი, 6. კეილი კუიოკო, 7. პიკსი ლოტი, 8. კეიტ აპტონი, 9. შერილ კოული, 10. ჯორჯია სელპა.