ანერი ჭუმბურიძე:
_ ვფიქრობ, რომ მომზადებული შეხვდა.
ვიქტორ მახარაძე:
_ საშუალოდ შეხვდა, ძირითადად, გაწმენდილია გზები.
შალვა ბერძენიშვილი:
_ საშუალოდ.
გიორგი გიორგაძე:
_ სახარბიელოს ვერაფერს ვერ ვხედავ. მე არ ვფიქრობ, რომ ამას მომზადება ქვია.
თემურ ბედინეიშვილი:
_ მე მგონი, კია გზები გასუფთავებული და ყველაფერს ხომ ვერ გააკეთებენ?!
ამირან გოგოლაძე:
_ საკმარისია, როგორც შეხვდა.
შადიმან ბენდელიანი:
_ კარგად, ჩვეულებრივად, ნორმალურად.
ირმა გაბუნია:
_ ჩემი აზრით, მომზადებული შეხვდა.
მთვარისა ბაბილოძე:
_ ძალიან კარგად შეხვდა.
ნინო გიორგაძე:
_ შუქი არ გვქონდა, გზები არ იყო გაწმენდილი. ვცხოვრობ ვაკიჯვარში _ იქ ცუდი სიტუაცია იყო. ასე რომ, ხალხი ძალიან აღშფოთებული იყო ასეთი მდგომარეობით.
დიმიტრი ლომაძე:
_ დიდად მომზადებულები ვერ შეხვდნენ.
იზოლდა კვაჭანტირაძე:
_ რა ვიცი?! ფაქტია, რომ ქუჩებში გადაადგილება ძალიან ჭირდა.
რომან ჟღენტი:
_ რა ვიცი შეხვდა თუ არ შეხვდა მომზადებული, მაგრამ თოვლი რომ მოვიდა, გზები კი დაასუფთავეს.
რუსუდან მანაგაძე:
_ როგორც ჩანს, არასაკმარისი დარჩა ის ძალისხმევა, რაც ადგილობრივმა ხელისუფლებამ განახორციელა. უყურადღებობაში ნამდვილად ვერ დავადანაშაულებ.