ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ მაკვანეთის ერთ-ერთი მცხოვრების ინფორმაციით, ამ სოფელში ახლახან მგელი გამოჩნდა. როგორც ქალბატონი ამბობს, დილით, როცა მისი მეუღლე სამსახურში წავიდა, სახლის პირდაპირ, ნაძვების მწკრივებს შორის, მგელი დაინახა. მისი თქმით, მართალია, ცხოველს აგრესია არ გამოუმჟღავნებია, მაგრამ თვითონ შეშინდა.
“გურია ნიუსი” მაკვანეთის მაჟორიტარ დეპუტატს ზურაბ ჭანუყვაძეს დაუკავშირდა: _ ეს ქალბატონი მეც ვნახე და მითხრა, რომ ნამდვილად მგელი ნახა. მე ის შემიძლია ვთქვა, რომ სულ ცოტა, 10 წელი იქნება, მაკვანეთში მგელი არ გამოჩენილა, თუმცა, ბლომად არიან ტურები. არც რაიმე შინაური პირუტყვის დაგლეჯის ფაქტს ჰქონია ადგილი. ისე, სიფრთხილეა საჭირო და ყურადღებით ვიქნებით, _ თქვა დეპუტატმა.