ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციულ შენობაში სარემონტო სამუშაოები მიმდინარეობს. ოზურგეთის მერიის პრესსამსახურის მიერ მოწოდებული ინფორმაციით, სარემონტო სამუშაოები ამ დღეებში უნდა დასრულდეს.
" სარემონტო სამუშაოების გამოცხადებული იყო ტენდერი 70 980 ლარზე. ტენდერის გამარჯვებული გახდა შპს "გოლდი", რომელიც სამუშაოების შესრულებას 58 999 ლარად აპირებს." _ განაცხადა ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის პრესსამსახურის უფროსმა ხათუნა შარაძემ.