ჩვენი წყაროს ინფორმაციით, სოციალური სააგენტოს ლანჩხუთის განყოფილების უფროსად სოფიკო ჭელიძე მოიაზრება, რომელიც ამჟამად სოციალური სააგენტოს გურიის სააგენტოს ცენტრში სპეციალისტად მუშაობს.
აღნიშნულთან დაკავშირებით ჩვენ უშუალოდ ქალბატონ სოფიკოს დავუკავშირდით, რომელიც კატეგორიულად უარყოფს გავრცელებულ ინფორმაციას.
"მცდარია, ახლოსაც არ არის სინამდვილესთან ეს ინფორმაცია.ნამდვილად არსად არ ვინიშნები და ვაგრძელებ მუშაობას იქ, სადაც ვარ. მინდა დავამშვიდო ყველა, ვისაც ეს ძალიან აწუხებს", – გაგვიცხადა ჭელიძემ.
ცნობისთვის, სოფიკო ჭელიძე რამდენიმე წელი ლანჩხუთის კულტურის ცენტრში ხელმძღვანელად მუშაობდა, რომელიც 2013 წელს, საკუთარი განცხადების საფუძველზე დატოვა. ამის შემდეგ, მცირე დროით, ლანჩხუთის სოციალური სააგენტოს თანამშრომელიც იყო.
შეგახსენებთ, რომ სოცსააგენტოს ლანჩხუთის განყოფილების ყოფილ უფროსი მაკა გოგიჩაიშვილი თანამდებობიდან ბრძანების საფუძველზე, გასული წლის 31 დეკემბერს გათავისუფლდა და მის მოვალეობას ეკა წილოსანი ასრულებს, რომელსაც მანამდე მთავარი სპეციალისტის პოსტი ეკავა.