სამართალდამცველებმა გვატემალას ფეხბურთის ფედერაციის ყოფილი ხელმძღვანელი, ბრაიან ხიმენესი ნასვამ მდგომარეობაში დააპატიმრეს. აღნიშნულ ინფორმაციას BBC ავრცელებს.
მაუწყებლის ინფორმაციით, მას ფიფა კორუფციაში ადანაშაულებს.
როგორც ბრაიან ხიმენესის ადვოკატი ფრანსისკო გარსია გუდიელი აცხადებს, გვატემალას ფეხბურთის ფედერაციის ყოფილი ხელმძღვანელი თავის უდანაშაულობას დაამტკიცებს.
"მან თავისი უდანაშაულობა ამერიკის შეერთებული შტატების სასამართლოს წინაშე უნდა დაამტკიცოს," _ განაცხადა ფრანსისკო გარსია გუდიელმა.
როგორც ცნობილია, ხიმენესი გვატემალას ფეხბურთის ფედერაციის ხელმძღვანელი 2010-2015 წლებში იყო.
ამერიკელი პროკურორების ცნობით, მან და ფედერაციის გენერალურმა მდივანმა ჰექტორ ტრუჯილომ 2018 წლის მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი მატჩების ეკრანიზაციაში ექვს ციფრიანი ქრთამი აიღეს.
როგორც ცნობილია, ტრუჯილიო ამერიკის შეერთებულ შტატებში გასულ თვეში დააკავეს.
გავრცელებული ინფორმაციით, ფიფას გამოძიების ფარგლებში ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ბრალი უკვე 40 ფიზიკურ და იურიდიულ პირს წაუყენა.
მაუწყებლის ცნობით, საფეხბურთო აღმასრულებლებს ბრალად ედებათ კოპა ამერიკის ტურნირებთან დაკავშირებით ქრთამის სახით, მილიონობით დოლარის აღება.