ევროპელმა მეცნიერებმა ბაყაყების ორი ახალი სახეობა აღმოაჩინეს. აღნიშნულ ინფორმაციას INDIATODAY ავრცელებს.
მაუწყებლის ცნობით, მეცნიერებმა ისინი მადაგასკარის უმაღლეს მთაზე, ცარათანანას ტროპიკულ ტყეში იპოვნეს.
მეცნიერების თქმით, აღმოჩენილი ორივე სახეობა ტყის ძნელად მისავალ ნაწილში ბინადრობს.
"ახალი სახეობის ბაყაყების აღმოჩენა ცხადყოფს, რომ ტროპიკულ რაიონებში შესაძლოა არსებობს ცხოველების მრავალი სახეობა, რომელთა შესახებ ჯერ კაცობრიობამ არაფერი იცის და შესაძლოა ტყის გაჩეხვასთან ერთად ისინიც იღუპებიან,"_ განაცხადა მკვლევარმა დავიდ ვიეტეისმა.