BBC-ის ინფორმაციით, ანტარქტიდის ყინულოვანი ფურცლის ქვეშ შეიძლება ხევი იმალება.
მაუწყებლის ცნობით, თეთრ კონტინენტზე ხევის არსებობის ნიშნები პრინცესა ელიზაბეტის კუთვნილ ტერიტორიაზე იკვეთება.
გავრცელებული ინფორმაციით, თუ ხევის არსებობას სათანადო გეოფიზიკური კვლევა დაადასტურებს, ხევი შესაძლოა 1 000 კილომეტრის სიგრძის და ერთი კილომეტრის სიღრმის აღმოჩნდეს, რაც დიდი კანიონის მონაცემებზე გაცილებით აღემატება.
დურჰემის უნივერსიტეტის დოქტორი, სტიუარტ ჯამიესონი ანტარქტიდის ქვეშ მიწის არსებობას არ გამორიცხავს.
"პრინცესა ელიზაბეტის მიწის სატელიტური დათვალიერებისას ყინულის ზედაპირზე ჩანს მონაცემები, რომლებიც ხევს წააგავს,"_ განაცხადა მან.
როგორც ცნობილია, ანტარქტიდაზე მკვლევარები სპეციალური რადარებით კონტინენტის ტიპოლოგიის შესწავლას უკვე ცდილობენ.