თურქეთის ქალაქ დიარბაქირში პოლიციის შენობასთან დანაღმული ავტომობილი აფეთქდა. აღნიშნულ ინფორმაციას BBC ავრცელებს.
მაუწყებლის ინფორმაციით, აფეთქების შედეგად დაიღუპა ექვსი და დაშავდა 39 ადამიანი.
მაუწყებლის ინფორმაციით, ხელისუფლება მომხდარში ქურთისტანის მშრომელთა პარტიას ადანაშაულებს, თუმცა მომხდარზე პასუხისმგებლობა არცერთ ტერორისტულ დაჯგუფებას ჯერ არ აუღია.