შვეიცარია არა მარტო საათებითა და ყველით არის განთქმული, არამედ, იმითაც, რომ ამ ქვეყანაში მსოფლიოში ყველაზე სექსუალური საფეხბურთო ქალი არბიტრი საქმიანობს.
აურელია სარა ბოლიე შვეიცარიის ჩემპიონატის დაბალ ლიგებში მსაჯობს და მომავალში ჩემპიონთა ლიგის მატჩებზე მუშაობაზე ოცნებობს.
ლამაზმანი წითელი და ყვითელი ბარათების ფრიალს არ ერიდება და საკმაოდ ხისტი არბიტრის სახელით სარგებლობს, თუმცა, ამის მიუხედავად, მისი თაყვანისმცემლების არმია სულ უფრო იზრდება.