ოზურგეთის კულტურის ცენტრის პრესსამსახურის ინფორმაციით, 25 მარტს, ჩატარდა აჭარის რესპუბლიკური XIV ფესტივალ-კონკურსი სახელწოდებით _ “ჩემი ხატია სამშობლო”. ფესტივალის დირექტორი ნოდარ საგინაძეა.
აღნიშნულ კონკურსში მონაწილეობა მიიღეს საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან მოწვეულმა ცეკვის, საესტრადო და ფოლკლორულმა ანსამბლებმა. ოზურგეთიდან მონაწილეობდა ოზურგეთის კულტურის ცენტრთან არსებული ქართული ხალხური ინსტრუმენტალური ანსამბლი “ედელვაისი”, რომლის ხელმძღვანელი გიორგი ჩიხლაძეა, ასევე კონკურსში მონაწილეობას იღებდა ცეკვის ანსამბლი “გურია”.
პრესსამსახურის ინფორმაციით, ფესტივალში “ედელვაისმა” და “გურიამ” პირველი ადგილი მოიპოვა.