ბრაზილიის ეროვნული გუნდისა და კატალონიური "ბარსელონის" 23 წლის ვარსკვლავი ნეიმარი "ფორბსმა" თავისი ქვეყნის ყველაზე გავლენიან ადამიანად დაასახელა.
რეიტინგი სოციალურ ქსელში ხელმომწერების რაოდენობისა და პრესაში ხშირად ხსენების საფუძველზე შეადგინეს.
ბრაზილიის ნაკრების ახალგაზრდა ლიდერთან ერთად პირველ ათეულში მოხვდნენ: დავიდ ლუისი, დანიელ ალვეში, პელე და რობერტო კარლოსი.