გარემოს ეროვნული სააგენტოს ჰიდრომეტეოროლოგიური პროგნოზების სამსახურის ინფორმაციით, დღეს აღმოსავლეთ საქართველოს ბარში შედარებით დაბალი ტემპერატურა დაფიქსირდება. კერძოდ +4;+9 გრადუსის ფარგლებში.
თბილისში მაქსიმალური ტემპერატურა +6 გრადუსი იქნება.
17-18 იანვარს საქართველოში თბილი და უნალექო ამინდია მოსალოდნელი. შედეგად, ხვალიდან ტემპერატურა მთელს საქართველოში მოიმატებს. განსაკუთრებით დასავლეთ საქართველოში, სადაც დღის ტემპერატურა დაბლობში + 21 გრადუსამდე , 18 იანვარს – 23 გრადუსამდე აიწევს . იქნება უნალექო ამინდი.
აღმოსავლეთ საქართველოს ბარში კი ხვალ დღისით ტემპერატურა 14 გრადუსამდე მოიმატებს, 18 იანვარს – 16 გრადუსამდე. ასევე, სამი დღის განმავლობაში დასავლეთ საქართველოში, ზემო იმერეთსა და კოლხეთის დაბლობზე აღმოსავლეთის ძლიერი ქარი იქროლებს.
დღეს ქარის სიჩქარე ზოგან მოსალოდნელია 20-25 მეტრი წამში, 17-18 იანვარს ქარის სიჩქარე შედარებით შემცირდება და 17-22 მეტრი წამში იქნება.
დასავლეთ საქართველოს მაღალმთიანი რაიონებიდან ითოვებს ხულოსა და მესტიაში. ამ რეგიონებში მოსალოდნელია ქარბუქიც. დასავლეთ საქართველოს მაღალმთაში ღამით საშუალოდ ყინვა -8 გრადუსამდე დაფიქსირდება. ასევე სამი დღის განმავლობაში, აღმოსავლეთ საქართველოს მაღალმთაში კი უნალექო ამინდი იქნება. ღამით მოსალოდნელია ყინვა, საშუალოდ -12-13 გრადუსამდე.