ესპანელი რაფაელ ნადალი, წარმოშობით კუნძულ მალიორკიდან არის და ცნობილია, რომ იგი მშობლიური კლუბის "მალიორკას" ქომაგია.
თუმცა რამდენიმე ხნის წინ გავრცელდა ცნობა, რომ ნადალი არგენტინულ საფეხბურთო კლუბ „ესტუდიანტესის” ქომაგთა წევრი გახდა.
ინტერნეტში უკვე გავრცელდა ნადალის წევრობის დამადასტურებელი მოწმობა.
ვარაუდობენ, რომ ესპანელი ჩოგბურთელი "ესტუდიანტესის" ქომაგი თავისი მეგობრის, ასევე ჩოგბურთელი ხუან მონაკოს "დახმარებით" გახდა, რომელიც ბავშვობიდან ქომაგობს კლუბს ლა-პლატიდან.