სოკრატესი
ბრაზილიელი სუპერვარსკლავი სოკრატესი აქტიური მწეველი იყო საფეხბურთო კარიერის პერიოდში და მის შემდეგაც. ფეხბურთელი დღეში 2 კოლოფამდე სიგარეტს ეწეოდა, თუმცა ეს არ უშლიდა მას ხელს, რომ 1980-იანი წლების მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო ნახევარმცველი ყოფილიყო. სოკრატესმა კარიერის დასრულებამდე სან-პაულოს უნივერსიტეტში ექიმის დიპლომი აიღო, ხოლო კარიერის დასრულების შემდეგ სამეცნიერო ხარისხი მიიღო ფილოსოფიაში.
იოჰან კრუიფი
„მფრინავი ჰოლანდიელი” და მსოფლიო ფეხბურთის ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი ფიგურა იოჰან კრუიფი „ტოტალური ფეხბურთის” სახე და 1970-იანი წლების უდიდესი ვარსკვლავი იყო, რომელიც დღეში 20 ღერ სიგარეტს ეწეოდა. ბოლო დროს, ჯანმრთელობის გამო, კრუიფს სიგარეტზე უარის თქმა მოუწია, თუმცა, საფეხბურთო რჩევების მოსმენა მისგან კვლავ აქტუალურია.
ფაბიენ ბარტეზი
ქარიზმატული ფრანგი გოლკიპერის, ევროპისა და მსოფლიოს ჩემპიონის, ფაბიენ ბარტეზის მწეველობის შესახებ "მანჩესტერ იუნაიტედში" მისი თამაშის დროს გახდა ცნობილი. ალექს ფერგიუსონმა რამდენჯერმე გააფრთხილა კიდეც ბარტეზი, რომ მისი ეს მავნე ჩვევა ცუდი მაგალითია დამწყები ფეხბურთელებისთვის.
ზინედინ ზიდანი
მწეველი ზიდანი პირველად 2006 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე, პორტუგალიის ნაკრებთან მატჩამდე შეამჩნიეს სიგარეტით ხელში. მას შემდეგ ზიდანი კიდევ არაერთხელ უნახავთ მწეველის ამპლუაში. ფრანგი სუპერვარსკვლავი არც უარყოფს, რომ აქტიური კარიერის დროს სიგარეტს ეწეოდა