17 იანვარს, ღამის ოთხ საათზე შინაგან საქმეთა სამინისტროს გურიის პოლიციის დეპარტამენტის ოზურგეთის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა ქალაქ ოზურგეთში სწრაფი ჩარიცხვის აპრატის გაქურდვის მცდელობის ფაქტზე ორი პირი დააკავეს.
ორივე ეჭვმიტანილი ოზურგეთელია, 1986 წელს დაბადებული გ. ჩინიანი და 1991 წელს დაბადებული ვ. კარალიოვი.
ორივე მათგანი ერისთავის ქუჩაზე მდებარე სწრაფი ჩარიცხვის აპარატის გაქურდვის მცდელობის ფაქტზე, ცხელ კვალზე დააკავა გურიის პოლიციამ.
აღნიშნულ ფაქტზე გამოძიება, შსს პრესსმასახურის ინფორმაციით, დაწყებულია სსკ 177 მუხლით, რაც ქურდობას გულისხმობს.