ჯგუფ EAGLES-ის გიტარისტი გლენ ფრეი 67 წლის ასაკში გარდაიცვალა. აღნიშნულ ინფორმაციას BBC ავრცელებს.
მაუწყებლის ინფორმაციით, მუსიკოსის გარდაცვალება გართულებულმა რევმატოიდულმა ართრიტმა გამოიწვია.
როგორც ცნობილია, ფრეი დონ ჰენლისთან, ბერნი ლიდონთან და რენდი მეისნერთან ერთად 1971 წლიდან ჯგუფის თანადამფუძნებელი იყო.
"ჩვენს მწუხარებას სიტყვები ვერ აღწერს,"_აცხადებენ გარდაცვლილის ბენდის ჯგუფის წევრები.