35 წლის ახალგაზრდა კაცი ქუჩაში ცუდად გახდა და გარდაიცვალა.
შემთხვევა ბორჯომში მოხდა, _ ინფორმაციას ტვ ბორჯომი ავრცელებს.
ტელეკომპანიის ცნობით, ახალგაზრდა ჯეო ჰოსპიტალსში გადაიყვანეს, როგორც მორიგე ექიმი ამბობს, კაცი უკვე გარდაცვლილი შეიყვანეს სამედიცინო ცენტრში.
გავრცელებული ინფორმაციით, გარდაცვალების სავარაუდო მიზეზად გულის შეტევა სახელდება.